სწავლების საფეხური : VIII კლასი
აქტივობის მიზანი და მისაღწევი შედეგები : მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახელმძღვანელოებიდან ინფორმაციის მოპოვებისა და მათი დამუშავების საფუძველზე ცოდნისა და ძიების უნარ-ჩვევების გაღრმავება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები : მოსწავლეს უნდა შეეძლოს ოთხკუთხედის განმარტება, მისი კლასიფიკაცია, გვერდებისა და კუთხეების მიხედვით. პარალელოგრამის, მართკუთხედის, რომბის, კვადრატის განმარტებები, მათი თვისებების შესწავლა და დაყოფა მსგავსებისა და განმასხვავებელი ნიშნების მიხედვით და მიღებული ცოდნის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას, პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას.
აქტივობის აღწერა ნაბიჯ-ნაბიჯ (გონებრივი იერიშის I პირველი ეტაპი) გაკვეთილი იწყება მოპოვებული მასალის რომელიმე მოსწავლის მიერ დაფაზე გადატანით კერძოდ:
1. ოთხკუთხედი ეწოდება.....
2. ოთხკუთხედში შეიძლება მოპირდაპირე გვერდები იყოს: ა)პარალელური ბ) შეიძლება ორი იყოს პარალელური, ორი არა გ)შეიძლება პარალელური გვერდები არ იყოს და იხაზება
3) ფიგურას ვუწოდოთ პარალელოგრამი
ფიგურას ტრაპეცია
4) პარალელოგრამს აქვს თვისებები: მოპირდაპირე გვერდები და კუთხეებეი ტოლია, დიაგონალები გადაკვეთის წერტილით შუაზე იყოფა.
5) პარალელოგრამი შეიძლება დავახარისხოთ კუთხეებისა და გვერდების მიხედვით:
ა) თუ პარალელოგრამში ყველა კუთხე ტოლია ასეთ ფიგურას მართკუთხედი ეწოდება
ბ)თუ პარალელოგრამში ყველა გვერდი ტოლია, ასეთ ფიგურას რომბი ეწოდება.
გ) თუ პარალელოგრამში ყველა კუთხე და ყველა გვერდი ტოლია, კვადრატი ეწოდება.
თუ რომელიმე მოსწავლეს სხვა ინფორმაცია აქვს, მასაც დაფაზე ვწერთ.
6) ცხადია, რადგან მართკუთხედი, რომბი და კვადრატი პირველ რიგში პარალელოგრამია, ამიტომ მათ პარალელოგრამის თვისებები აქვთ და გარდა ამისა საკუთარი ახალი თვისებაც რითაც ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება, კერძოდ
მართკუთხედი - დიაგონალები ტოლია
რომბი - დიაგონალები მართობულია და წარმოადგენს კუთხის ბისექტრისებს.
კვადრატი - მას მართკუთხედის და რომბის ყველა თვისება გააჩნია.
7) კვადრატის განსაზღვრა ოთხკუთხედიდან შესაზლებელია შემდეგნაირად:
ოთხკუთხედს, რომლის მოპირდაპირე გვერდები პარალელურია, კუთხეები და გვერდები ტოლია, კვადრატი ეწოდება.
კვადრატის განსაზღვრა მართკუთხედიდან შესაზლებელია შემდეგნაირად:
რომბს, რომლის კუთხეები ტოლია, კვადრატი ეწოდება.
(გონებრივი იერიში II ეტაპი) ვადგენთ
გამოვყოთ პარალელოგრამის, მართკუთხედის, რომბის და კვადრატის საერთო თვისებები
ეს არის პარალელოგრამის თვისებები
განმასხვავებელი თვისებები:
მართკუთხედისთვის - დიაგონალები ტოლია
რომბისათვის - დიაგონალები მართობულია და წარმოადგენს კუთხის ბისექტრისებს.
კვადრატისთვის - რადგან მართკუთხედიცაა და რომბიც, ამიტომ მას ყველა მათი თვისება აქვს, ანუ კვადრატში თავს იყრის ყველა თვისება.


Casino Review - Deposit, Withdrawal & Deposit Match Bonus
ReplyDeleteCasino is the ultimate gambling 포천 출장샵 destination. We have over 400+ 대구광역 출장마사지 casino games at our fingertips, 상주 출장마사지 including 김포 출장샵 a selection of 의정부 출장안마 blackjack, poker, roulette,